მფრინავი თვითმფრინავის ბორტზე, 12 ათასი მეტრის სიმაღლეზე, მრავალსაათიანი ფრენის დროს დაიღუპა

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მფრინავი თვითმფრინავის ბორტზე, დაახლოებით 12 ათასი მეტრის სიმაღლეზე, მრავალსაათიანი ფრენის დროს დაიღუპა. ექვსი თვის წინ მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოავლინა.

ინციდენტი თურქეთის ავიახაზების ფრენისას სიეტლიდან სტამბოლის მიმართულებით მოხდა. Airbus A350-ის კაპიტანი, 59 წლის ილჩეხინ ფეხლივანი ცუდად გახდა, როცა ბორტმა გრენლანდიის თავზე 11900 მეტრის სიმაღლეზე გადაიფრინა. მეორე პილოტმა გადაწყვიტა თვითმფრინავის შემობრუნება და ნიუ-იორკში დაშვება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ კაპიტნის გონზე მოყვანას, მაგრამ უშედეგოდ.

ნიუ-იორკში დაშვების შემდეგ, ექიმები თვითმფრინავში ავიდნენ და მხოლოდ ფეჰლივანის სიკვდილი დააფიქსირეს. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის მარტში მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოავლინა. ის კომპანიაში 2007 წლიდან მუშაობდა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა