სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა

სულ ნახვები : 204
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული ს.ქ. 1997 წელს დაბადებული ბ.ქ. 1997 წელს დაბადებული ჰ.ჩ. და 2001 წელს დაბადებული ფ.ჩ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ "სარფში" საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი," - წერია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2-ე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა