ზუსტად ათ დღეში, გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია - მდინარაძე

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურზე მმართველი გუნდი იმარჯვებს და ამბობს, რომ „26 ოქტომბრის არჩევნები - პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე!“.

მდინარაძე მიმართავს მმართველი პარტიის წევრებს და ამომრჩევლებს და წერს, რომ 26 ოქტომბერსაა შესაძლებლობა ოპოზიცია „იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება!“.

მისივე განცხადებით, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს მშვიდობის, ღირსებისა და თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის, ასევე, მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანებისთვის.

„26 ოქტომბრის არჩევნები - პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე!

ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება!

მოგმართავთ თქვენ, ქართული ოცნების 41 ათასზე მეტ წევრს და ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად ევროპული მომავალი, სიმართლე და სამშობლო:

ზუსტად 10 დღეში, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია საქართველოში, ვუთხრათ მათ პატრონებს, რომ აქ ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს და არა ვინმე სხვა, გაცილებით უკეთეს პირობებში გავაგრძელოთ მშვიდი და ღირსეული ცხოვრება, ასევე მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმე მოქალაქეები და გავაერთიანოთ ქვეყანა!

26 ოქტომბერს ქუდზე კაცი მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და თითოეული მოქალაქის ბევრად უკეთესი ცხოვრებისთვის!

#აფხაზეთისაქართველოა

#სამაჩაბლოსაქართველოა

მხოლოდ

მშვიდობით

ღირსებით

კეთილდღეობით

ევროპისკენ!" - წერს მდინარაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა