გია ხუხაშვილი პრეზიდენტს ხვდება

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. ეს უკვე ამ კვირაში მეორე შეხვედრაა.

პოლიტოლოგმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა შეხვედრის მიზეზი ან განსახილველი საკითხები არ დაუსახელებია. მისი თქმით, არჩევნების წინ პრეზიდენტი ხვდება ყველას, მათ შორის მას.

„ბუნებრივია, არჩევნები მოდის და პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტი და როგორც სახელმწიფოს მეთაური ხვდება ყველას, მათ შორის მეც. მეტი არაფერი ხდება განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ მშვიდობიან, წყნარ გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას და უკან ჯოჯოხეთში არ დაგვაბრუნონ ვიღაც-ვიღაცებმა (გვარს არ დავასახელებ)“ , - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ხუხაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტისა და ნიკა გილაურის შეხვედრა არ უკავშირდება პრემიერობის კანდიდატის შერჩევის პროცესს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა