ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები - რატი ბრეგაძე ხატია დეკანოიძესა და გიგი უგულავაზე

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები, - ასე მოიხსენიებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

მისი თქმით, ხატია დეკანოიძე და გიგი უგულავას სწორედ ბოლშევიკურ სტილში მოქმედებდნენ ქუთაისში საარჩევნო ბანერის გადაღებვისას.

მინისტრის თქმით, შესაბამისი ორგანოები აღნიშნულ ფაქტს აუცილებლად გამოიკვლევენ.

„რაც შეეხება ამ ადამიანებს, ისინი, როგორც ჩვენ ვიცით, არიან ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მოქმედების სტილი ყოველთვის შესაბამისობაში არის იმ სტილთან, რაც ჰქონდათ ბოლშევიკებს და ეს მათი მხრიდან არახალია. რაც შეეხება კონკრეტულ სამართალდარღვევას, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები ამ ფაქტს აუცილებლად გამოიკვლევენ, ყველა თანაბრად და სამართლიანად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 შეგახსენებთ, გუშინ 15 ოქტომბერს, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ ბანერზე ის ნაწილი გადაღებეს, რომელიც მოსახლეობის ომით დაშინებას უკავშირდება და საილუსტაციოდ უკრაინის დანგრეული შენობები აქვთ გამოსახული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა