აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მისი თქმით, საუბარი და სიარულიც კი უჭირს.

იურისტის ცნობით, ჟურნალისტის ოჯახი , მათ შორის, ორი მცირეწლოვანი შვილი აზერბაიჯანიდან რეგულარულად იღებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს და აქვთ განცდა, რომ მუდმივად უთვალთვალებენ.

მიქელაძე მიმართავს პროკურატურას და სთხოვს, შეჩერდეს საექსტრადიციო პროცესი.

„სასამართლოში გავასაჩივრეთ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის უარი მისთვის საერთაშორისო დაცვაზე. ახლა სადიგოვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მან 26 დღის წინ დაიწყო შიმშილობა. წინა ხანგრძლივი შიმშილობის მდგომარეობა დასუსტებულია. თბილისში რჩებიან სევინჩ სადიგოვი, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი. ისინი აზერბაიჯანიდან მუქარის შემცველ წერილებს რეგულარულად იღებენ, აქვთ განცდა, რომ გარკვეული პირები მათ უთვალთვალებენ.

პროკურატურას ვთხოვთ, პირველ რიგში, საექსტრადიციო პროცესის შეჩერებას“ ,- განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, თამთა მიქელაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა