სთხოვდა გართობას პირველ ეტაპზე - სავარაუდო პედოფილიის საქმე თბილისში

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისში სავარაუდო პედოფილიის საქმე გახმაურდა.

მოქალაქე ქეთი მაღრაძე აცხადებს, რომ უცნობი პირი, მის 11 წლის შვილს სთხოვდა მისთვის სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალა გაეგზავნა.

„სთხოვდა გართობას პირველ ეტაპზე, ჩემს შვილს მხოლოდ მისი სახელი აქვს მიწერილი. თუმცა შემდეგ როცა მოწერა, რომ სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის გამოგზავნას აპირებდა, მე თითქმის ყოველდღე ვუმოწმებ სოციალურ ქსელებს ჩემს შვილს და საუბარი გავუგრძელე მე, რის შემდეგაც ეს ადამიანი ითხოვდა სექსუალური ტიპის ვიდეოს გაგზავნას, რომ გაეგზავნა ჩემს შვილს, მოეძებნა მეგობარი ბიჭი, ძმაკაცი, რომელთან ერთადაც გადაიღებდა ამ ტიპის ვიდეოებს და ასე ვთქვათ, გაერთობოდნენ. არაერთხელ დავუფიქსირე მე ასაკი, რომ პატარა რომ ვარ, პრობლემა ხომ არ არის, ხომ არავის ეტყვი და მისი პასუხი იყო, რომ, მთავარია შენ არ უთხრა არავისო. დღეს დამიკავშირდნენ, რომ გარყვნილი ქმედების კუთხით დაიწყება გამოძიება“, - აცხადებს მაღრაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა