ქურდაძის წერილში გაჟღერებული ბრალდებები აბსურდულია - „მთავარი არხი“ განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვეხმაურებით ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, „მთავარ არხზე“ ადგილი ჰქონდეს თანხების უკანონო ბრუნვას, - აღნიშნული განცხადება, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ დღე,ს 16 ოქტომბერს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის და ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც არხის ერთ-ერთი დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით მომზადდა.

„მთავარი არხის“ რედაქციის თქმით, ეს არის აბსურდული განცხადება, რომელიც მიმართულია კონკრეტული მიზნისკენ და ეს მიზანი არხისთვის პრობლემების შექმნაა.

„პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ „მთავარ არხს“ არასოდეს  განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია.

სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და,  შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.

გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.

ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ “ქართული ოცნება” “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას“, - ნათქვამია „მთავარი არხის“ განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა