ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობა შეუჩერდა

სულ ნახვები : 65
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერდა. ღია მმართველობის პარტნიორობაში წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო.

საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელიდან იყო. OGP-ის წევრობის დასაწყისში საქართველომ ლიდერის როლი შეასრულა. 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით (2022 წლამდე). საქართველო OGP-ის წევრი ქვეყნების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნებოდა, სადაც ღია მმართველობის პროცესში სრულად ჩართული იყო ხელისუფლების ყველა შტო.

მაისში, სამოქალაქო სექტორის შეზღუდვისა და მედიაგარემოს გაუარესების ფონზე ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) საქართველოს მთავრობას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა OGP-ის წევრობის შეწყვეტით გააფრთხილა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა