ეს ბანერები მათ დანაშაულს ასახავს - პაპუაშვილი „ოცნების“ ბანერის გადაღებვაზე

სულ ნახვები : 79
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისინი შეეცადნენ საკუთარი დანაშაული გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიგი უგულავასა და ხატია დეკანოიძის მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის გადაღებვას.

მისი თქმით, ოპოზიცია სწორედ იმ მომავალს უმზადებდა საქართველოს, რაც ბანერებზეა ასახული.

„სხვათა შორის, ძალიან კარგია ის, რაც გუშინ ვნახეთ. სინამდვილეში, ამან ხომ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დაადასტურა ის მიზანი, რომელიც ამ ბანერებს ჰქონდა. ისინი შეეცადნენ საკუთარი დანაშაული გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ. რომ ვერ დაფარეს, ბოლოს შეეცადნენ საღებავით დაეფარათ, ვინაიდან ეს ბანერი მათ დანაშაულს ასახავს, ამიტომ არის ეს ბანერი მნიშვნელოვანი. რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს ეს ბანერი და ხშირად შეხედონ ზუსტად ქალბატონმა ხატიამ, ბატონმა გიგი უგულავამ, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები -„დიახ, მე ომი მინდა“. გიგი უგულავას ომი რომ უნდა, უნდა შეხედოს და თავის დანაშაულს ჩახედოს თავლებში. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „ახლები“ - ყველა ეს კოლექტიური ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში გარედან იმართება, ზუსტად ამ მომავალს უმზადებდა ქართველ ხალხს, იმ მომავალს, რომელსაც ჩვენ ამ ფოტოებზე ვხედავთ, ამიტომ კარგია, რომ ეს რეაქცია ჰქონდათ, როგორც ჩანს, სარკეში რომ ჩაიხედეს და საკუთარი დანაშაული დაინახეს და ეს პროპაგანდით ვეღარ დაფარეს, შეეცადნენ საღებავით დაეფარათ ეს.

ზუსტად ეს არის მიზანი, რომ საზოგადოებამ გაიაზროს კიდევ ერთხელ, თუ სად მიგვაქანებდა ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, როცა 2022 წლის თებერვალ-მარტში, რუსთაველის გამზირზე იდგნენ და მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას და ა.შ ითხოვდნენ. ასე რომ, ამ ბანერებს უნდა უყურონ და საკუთარ დანაშაულს ჩახედონ თვალებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერზე წარწერა: „არა ომს“ თეთრი საღებავით გადაღებეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა