პრეზიდენტს არ აქვს პარტიის წევრობის უფლება - ბრეგაძე

სულ ნახვები : 61
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტს არ აქვს პარტიის წევრობის უფლება, მასთან კონსულტაციებში მონაწილე პარტიების გადასაწყვეტია, დათანხმდებიან თუ არა, რომ ზურაბიშვილი იყოს მათი არაფორმალური მმართველი - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ტექნიკური მთავრობის შექმნაზე, საუბრისას განაცხადა.

„ადამიანს როცა არ აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება და მონაწილეობს ამ პროცესებში, მათ შორის ოპოზიციური პარტიების გარკვეული წარმომადგენლები ამ საკითხებზე მას ხვდებიან, მსჯელობენ მთავრობის დასახლებაზე, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენაზე, გამოდის, რომ ქალბატონი პრეზიდენტი გამხდარა არაფორმალური მმართველი. მსგავსი ტიპის კონსულტაციებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, დათანხმდებიან თუ არა, რომ პრეზიდენტი იყოს მათი არაფორმალური მმართველი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა