ალექსანდრე ივანიშვილი ძმები დუგლასძეები - ვინ არიან „ოცნების“ ყველაზე დიდი შემომწირველები

სულ ნახვები : 97
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი” - აღნიშნული შინაარსის კვლევას ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა ავრცელებს.

კვლევის თანახმად, მმართველი ძალის მთავარი შემომწირველები რუსულ ბაზართან დაკავშირებული ბიზნესმებები ალექსანდრე ივანიშვილი, ზაალ დუგლაძე,

„ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ძმა, არის კაცი, რომელმაც ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსული ბაზრის გახსნით და ბიუჯეტის აგროკრედიტის პროგრამით. ის წლების განმავლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შემომწირველია.

წინამდებარე ანგარიშის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენოთ, რომ მმართველი პარტია, მისი ბიზნეს ინტერესებითა და რუსული კავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და საფრთხეს წარმოადგენს. არ გაგიკვირდებათ როდესაც წაიკითხავთ, რომ ქართული ოცნების პრაქტიკულად ყველა დიდ შემომწირველს ორი რამ აკავშირებს ერთმანეთთან:

- სრული დამოკიდებულება რუსეთსა და რუსულ ბაზარზე; პრაქტიკულად ყველას აქვს ორმაგი - რუსული და ქართული მოქალაქეობა ან ჰყავს რუსეთის მოქალაქე დამფუძნებელი, თანამეწილე, ან დირექტორი.

- პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

შესაბამისად, გვსურს გაგიზიაროთ მონაცემები ქართული ოცნების ყველაზე მნიშვნელოვანი დონორების შესახებ.

პირველ რიგში, კვლევაში ფაქტებზე დაყრდნობით უტყუარად დადასტურებულია, რომ იმ საბიუჯეტო პროგრამების ყველაზე მსხვილი, ერთეული მოსარგებლე, რომელიც მაგალითად სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის დაიხარჯა, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, ოცნების მოქმედი დეპუტატი დუგლაძე და მისი ძმები და მათი რუსეთის მოქალაქე ბიზნეს პარტნიორები არიან. ისინი ქართული ოცნების დონორთა სიის სათავეშიც გვხვდებიან.

1. ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. ღვინის კომპანიების „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის მეწილე. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 335 768 ლარი.

2. ქართული ოცნების შემომწირველი - ზაალ დუგლაძე, ოცნების მოქმედი და მომავალი დეპუტატი, ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი.

შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 115 000 ლარი.

3. ქართული ოცნების შემომწირველი - დავით დუგლაძე¹, დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა და მისი ბიზნეს წილების მმართველია.²

შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 272 000 ლარი.

4. ქართული ოცნების შემომწირველი - გიორგი დუგლაძე, დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა და ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი.

შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 80,000 ლარი

5. ქართული ოცნების შემომწირველი მალხაზ ყანჩაველი, ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის და დეპუტატ ზაალ დუგლაძის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი მრავლობით კომპანიებში.

შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 100,000 ლარი.

¹დავით დუგლაძე, (დირექტორი /დამფუძნებელი) 20% შპს მთაწმინდა-95 208149804 დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე 01031005753 რუსეთის ფედერაცია 20%

²ზაალ დუგლაძე საქართველოს 2020-2024 მოწვევის პარლამენტის წევრია, და შემდეგი 1

მოწვევის პარლამენტის საარჩევნო სიაშიც გვხვდება

6. ქართული ოცნების შემომწირველი გოჩა გიოშვილი, ზაალ დუგლაძის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი მრავლობით კომპანიებში.

შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 5 000 ლარი.

ალექსანდრე ივანიშვილის და ზაალ დუგლაძის ერთობლივი ბიზნეს საქმიანობა ბევრ კომპანიას მოიცავს თუმცა ამჯერად მხოლოდ მათ ღვინის ბიზნესზე მოგიყვებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კარგად აწყობილი და დალაგებული სქემით მოქმედებენ ბიუჯეტის გამოყენებით და ქვეყნის უსაფრთხოების მაღალი რისკით. მათი ერთობლივი ბიზნესიდან ყველაზე ცნობილი ორი კომპანია „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა გახლავთ, სადაც კომპანიის პრაქტიკულად ყველა პარტნიორი და დირექტორი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები არიან.

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირების კვლევის პროცესში პირველი გაჩერება ალექსანდრე ივანიშვილის (ბიძინა ივანიშვილის ძმის) ბიზნესი აღმოჩნდა, რომლის ბიზნეს პარტნიორებიც დეპუტატი ზაალ დუგლაძე და მისი ძმები არიან. იმავდროულად, ბატონი ალექსანდრე ივანიშვილი და მისი რუსეთის მოქალაქე პარტნიორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც პრემიერის მიერ სხვადასხვა ანგარიშებში ჩამოთვლილი საბიუჯეტო პროგრამების მთავარი მოსარგებლეები არიან.

-ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაკავშირებულმა მეღვინეობის კომპანიებმა ოცნების მმართველობის პერიოდში სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამიდან 10 მილიონამდე დაფინანსება მიიღო;

-ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაკავშირებული მეღვინეობის კომპანიები წლების განმავლობაში რუსეთის ბაზარზე გატანილი ღვინის პროდუქციით ან პირველ ადგილზე იყვნენ ან პირველ სამეულში;

-ანალოგიური მდგომარეობაა ჩინეთში გატანილი ღვინის ნაწილშიც, სადაც დუგლაძეების ღვინო მოწინავე პოზიციაზეა", - ნათქვამია ორგანიზაციის კვლელვაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა