ერთი მადლობა გენანებათ ივანიშვილისთვის - პაპუაშვილი იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, უკმაყოფილოა და საყვედურობს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებსა და მედიებს, რადგან ივანიშვილს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ჩამოტანისთვის მადლობა არ გადაუხადეს:

„აი, რამდენი დღე გავიდა, რაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ჩამოვიდა, რომელშიც რამდენიმე ათეული მილიონი გადაიხადა ბიძინა ივანიშვილმა, ერთი მადლობა ვინმეს თუ გადაუხდია ოპოზიციურ, NGO, ოპოზიციურ მედიურ ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ჩვენ დღეს, პირველად გვაქვს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე? ამაზე ვინმემ მადლობა გადაიხადა?

წარმოიდგინეთ ახლა, რომ ასეთ ხელნაწერში რომელიმე თქვენი სიმპათიის მქონე დონორს დაეხარჯა ფული, აქ ხომ დაიღვრებოდით მადლობებში, ეს ხომ იქნებოდა იმ ქვეყნის დროშების ფრიალის მთელი წარმოდგენა, ეს როგორი წყალობა გაიღოო იმ ქვეყანამ, რომ ჩვენ რაღაც გაგვიკეთაო და ერთი მადლობა ქართველისთვის გენანებათ, რომელმაც აქამდე ამდენი სიკეთე გააკეთა და ახლაც ასეთი სიკეთე გააკეთა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა