ბიძინა ივანიშვილის რუსეთი უსმენს?

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს ქვეყანაში მსგავსი ტიპის ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია მხოლოდ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. ეს არის უწყება, რომელიც სახელმწიფო უწყების დაქვემდებარებაში არის, - ასე ეხმიანება გავრცელებულ აუდიო ჩანაწერის, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წარმომადგენელი, კახა ქემოკლიძე.

ის არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერი თავად შიდა წრეებიდან გავიდა, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს მოხდა და არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილის და მის ოჯახს რუსეთი უსმენდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ სისტემა პრაქტიკულად 100%-ით კონტროლდება ბატონი ივანიშვილის მხრიდან, დღეს სისტემის შიგნით იკვეთება კონტურები, ყოველ შემთხვევაში მე ამას ინსტინქტების დონეზე ვგრძნობ, რომ სახელმწიფო უახლოვდება გარდამტეხ მომენტს. თუ გახსოვთ 2012 წელს, მაშინდელმა ძალიან მკაცრად აწყობილმა ვერტიკალმა არჩევნები წააგო მოდულის შენობაში. მსგავსი ტიპის ჩანაწერები რომ გავრცელდეს, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს შიგნიდან გამოსული ინფორმაცია, თუმცა ეს რის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი, რადგანაც შეიძლება ეს იყოს გადაჭერაც, ან რუსეთის ფედერაციის მხრიდან გავრცელებული ჩანაწერი, რომელიც ყოველთვის მსგავსი ტიპის კომუნიკაციას, ე.წ. კომპრომატად იყენებს იმ თანამდებობის პირების მიმართ ვისი დაშანტაჟებაც უნდათ. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბატონ ივანიშვილზე ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ. დაწყებული ბიზნეს ინტერესებით, დამთავრებული რუსეთის ფედერაციის შიგნით კავშირებით, გაგრძელებული პატარ-პატარა საყოფაცხოვრებო კომუნიკაციით", - განაცხადა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის და უცნობი პირის საუბრის, აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ასახულია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ სურს ხვედელიძეს რუსეთში ფსიქოლოგიური კურსის შესწავლა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა