სიებით სიარული არის ნორმალური მოვლენა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში - პრემიერი
სულ ნახვები :
92
...
სიებით სრულიად ეს არის ნორმალური მოვლენა, რაც ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხდება ვინმესთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, ეს არის სიცრუე და ამის მტკიცებულებები არ არსებობს.
„ამომრჩევლის მობილიზება არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. რა შუაშია პასპორტების წართმევა, ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა ყველა არჩევნებზე და მერე ვერ წარადგინეს ვერცერთი მტკიცებულება ენჯეოებმა“, - განაცხადა კობახიძემ.