ენმ-ს წევრებს ხელისუფლებამ „ტიტუშკები“ მიუგზავნა

სულ ნახვები : 90
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სპეციალურ სიაში შეყვანილი პირების გადამოწმების საშუალება არ მისცა, ხელისუფლებამ კი მათ „ტიტუშკები“ მიუგზავნა, - ამის შესახებ  ინფორმაციას ენმ-ს პრესსამსახური  ავრცლებს.

N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სალომე კაპანაძე და მარიამ დოლიძე კომისიის თავმჯდომარეს ადანაშაულებენ რომ მან ოპოზიციას არ მისცა საშუალება, გადაემოწმებინათ სპეცსიაში შეყვანილი პირები. კაპანაძე და დოლიძე ამბობენ, რომ სწორედ ამ მიზნით, საოლქოს თავმჯდომარემ სპეციალური სია მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 10 წუთით ადრე შემოიტანა და ხმის მიცემა მოითხოვა, რის გამოც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

მაშინ, როდესაც N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან,  “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მარიამ დოლიძე ინტერვიუს აძლევდა ტელევიზიას სპეციალური სიების დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ არეგისტრირებდა ამავე ოლქის კომისია, ადგილზე გამოჩნდნენ "ქართული ოცნების" მიერ მიგზავნილი  ე.წ. “ ძველი ბიჭები “, მოისმინეს რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბარი და ამას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა "ქართული ოცნების" "ტიტუშკების" მხრიდან.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ კი  განაცხადა: „ჩანიშნული იყო სხდომები თბილისის მასშტაბით, ეს იყო გლდანი, საბურთალო, დიდუბე-ჩუღურეთი, ისან-სამგორი, ვაკე, ყველა მათგანში აბსოლუტურად ჩანიშნული იყო სხდომა დილის 10 საათზე. აბსოლუტურად ყველა მათგანში სხდომა გადადეს პირველ საათამდე და შემდეგ ხელმეორედ გადადეს სხდომები 3 საათამდე, როგორც ისანში, ასევე ზემოთ ჩამოთვლილ აბსოლუტურად ყველა ოლქში.

სხდომების გადადების ერთადერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ცესკო ვერ მუშაობს და თუ მუშაობს ხარვეზებით მუშაობს. ვერ ახდენდნენ სპეციალური სიების ტექნიკურ უზრუნველყოფას და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ორჯერ გადადეს სხდომა და მესამედ ჩანიშნული სხდომა, ისიც დაგვიანებით, ძლივს დაიწყეს და ფაქტობრივად ჩვენს კომისიის წევრებს არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ გამართულად ნორმალურ პროცესში იმუშაონ. წინასაარჩევნოდ, არჩევნებამდე 10 დღით ადრე კონკრეტული ოლქის თავმჯდომარე ფიქრია ნიკოლაშვილი არ წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ეს ადამიანი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შტაბის ხელმძღვანელს, მისთვის ალბათ ეს კომპლიმენტიც არის. ეს ადამიანი არ ემსახურება ქართველ ამომრჩეველს, ეს ადამიანი არ დაიცავს ქართველი ამომრჩევლის ხმას, ეს ადამიანი უზრუნველყოფს ივანიშვილისთვის ხმების მოპარვას.

ადრე თუ ხდებოდა ამ სიების ხელით ფორმირება, ახლა ეს ყველაფერი ხდება ელექტრონულ რეჟიმში და სისტემა კი არა, ეს ადამიანები ვერ მუშაობენ. ამ რეჟიმში აპირებენ არჩევნების ჩატარებას? წეღან თქვენც, ჟურნალისტებმაც გაიგონეს როგორ თქვეს, რომ რამდენჯერაც მოუნდებათ, იმდენჯერ გადადებენ სხდომებს და როცა მოუნდებათ მაშინ ჩანიშნავენ. ქალბატონო ფიქრია, შეიძლება სხდომები გადადოთ, მაგრამ არჩევნებს ვერ გადადებთ.“ - განაცხადა მარიამ დოლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა