თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 936
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც საბრძოლო ტექნიკის გადატანაა ასახული განცხადებას ავრცელებს. 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირება. აღნიშნული ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც გეგმური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რკინიგზის გამოყენებით აღნიშნულ პოლიგონზე წლებია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება ხორციელდება.

თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სწავლების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია 12 მაისს გაავრცელა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა