ბიძინა ივანიშვილი არის პრორუსი აგენტი, რომელმაც მოახდინა რუსული ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს მიტაცება - გონჩარენკო

სულ ნახვები : 378
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილი არის პრორუსი აგენტი, რომელმაც მოახდინა რუსული ინტერესების  სასარგებლოდ საქართველოს მიტაცება. მას შეჰყავს საქართველო რუსული გავლენის ორბიტის ქვეშ და ეს არის მთელი რეგიონისთვის საშიში - აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ტვ პირველის ეთერში:

"სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას იღებს უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელს ზელენსკი აწერს.ჯერ ასეთი გადაწყვეტილება არ არის. მე როგორც პარლამენტის წევრმა, მივმართე უსაფრთხოების საბჭოს და პრეზიდენტ ზელენსკი, რომ იყოს შემოღებული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრორუსი აგენტი, რომელმაც მოახდინა რუსული ინტერესების  სასარგებლოდ საქართველოს მიტაცება. მას შეჰყავს საქართველო რუსული გავლენის ქვეშ და ეს არის მთელი რეგიონისთვის საშიში. მე ვფიქრობ, რომ სანქციების დაწესებით ამ მოქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი მოქმედება. ივანიშვილის სანქცირება უნდა მოახდინოს არა მხოლოდ უკრაინამ, ევროკავშირმა და აშშ-მ, არამედ სხვა დასავლურმა ცივილიზებულმა ქვეყნებმაც" - აცხადებს ოლექსეი გონჩარენკო ტვ პირველის ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა