„ივანიშვილი არის თავისი ქვეყნის უერთგულესი ადამიანი და ისტორია ამას შეაფასებს - კახაძე
...
IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 66% არ სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - აღნიშნულ თემაზე Cnews „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ლადო კახაძეს, ესაუბრა.
როგორც კახაძემ cnews-სთან საუბარში თქვა, ივანიშვილი არის საქართველოს უერთგულესი ადამიანი, მან ქვეყანას დაუტოვა ძლიერი პოლიტიკური ძალა და არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.
„ივანიშვილი არის თავისი ქვეყნის უაერთგულესი ადამიანი და ისტორია ამას შეაფასებს. ივანიშვილმა თქვა:
„მე პოლიტიკიდან გავდივარ“ და 2012 წლის 1-ელი ოქტომრიდან ისე იწრთობოდა ეს პოლიტიკური ძალა და შექმენა ისეთი გუნდი, რომელმაც დიდი ვალდებულებები დაიდო ბეჭებზე და პირნათლად ასრულებს. ივანიშვილმა თქვა, რომ მე არ ვბრუნდები, ჩემი ვალი მოვიხადე და კიდევ იმდენ რამეს აკეთებს, იმდენ კეთილ საქმეს ჩვენ რომ არ ვიცით თავისი ქვეყნისთვის და ამას ის გააგრძელებს“,- განაცხადა კახაძემ cnews-სთან.