რა გახდა მსახიობ კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის მიზეზი?-ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წარუდგენენ

სულ ნახვები : 921
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მსახიობ კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული გიორგი გველესიანს ბრალს დღეს  წარუდგენენ. 

ის  გამოძიებასთან არ  თანამშრომლობს.  გონს მოვიდა მძიმედ დაჭრილი კოსტა სანიკიძე.

ის ჯერ გამომძიებლებს არ დაუკითხავთ, თუმცა დედასთან აღნიშნა, რომ თავდამსხმელს არ იცნობს. 

გიორგი გველესიანს არ იცნობენ არც დაჭრილის მეგობრები

აღსანიშნავია, კოსტა სანიკიძემ ერთი კვირის წინ მიმართა  პოლიციას პირველი თავდასხმის ფაქტზე, შედგა ფოტორობოტიც, თუმცა დამნაშავის იდენტიფიცირება  სამართალდამცველებმა მაშინ ვერ შეძლეს. 

მსახიობ კოსტა სანიკიძეს ეჭვმიტანილი 19 ნოემბერს,  გამთენიისას საკუთარ სახლთან დაესხა თავს და დედის წინ მძიმედ დაჭრა. დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემთხვევა გოგოს უკავშირდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა