„ნაციონალების“ მხრიდან საუბარი „ვარდების რევოლუციაზე“ არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალების“ მხრიდან საუბარი „ვარდების რევოლუციაზე“ არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი, -  ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის. 

„ვარდების რევოლუციამ“ იცით, რაც მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს იყო ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ადამიანების ღირსების ხელყოფა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალურ გაყალბება და ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა. ასეთ დროს, „ნაციონალების“ მხრიდან საუბარი „ვარდების რევოლუციაზე“ არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ შიგნით წარმართულ პროცესებს, ამ პარტიას აღარაფერი ეშველება, დაღმა მიდის მათი რეიტინგი და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე ეს კინკლაობა გრძელდება შიგნით. ეს კინკლაობა, დაპირისპირება გაგრძელდება და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მცირდება ამ კინკლაობის და დაპირისპირების ფონზე“, - განაცხადა კობახიძემ.

 რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართვას სალომე ზურაბიშვილისადმი,  კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, 

„სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, ეს მინდა შევახსენო მიხეილ სააკაშვილს. არ ვიცი, რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი, მე ამაში ღრმად ვერ შევალ“, - განაცხადა კობაქხიძემ.

შეგახსენებთ,  მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას სალომე ზურაბიშვილს მიმართა 

რომ მას „შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა