ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული რა დანაშაული ჩაიდინა - რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 330
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული, რა დანაშაული ჩაიდინა. მით უმეტეს, ის ამას არც ინანიებს და კიდევ ერთხელ ცდილობს, გაამართლოს მედიაზე თავდასხმა. რაც შეეხება მაგალითად, ტელეკომპანია „იმედს“, 7 ნოემბერი სხვა არაფერი იყო, თუ არა მედიაზე სასტიკი თავდასხმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რომელიმე ადამიანი თუ კიდევ ცდილობს, რომ ეს გაამართლოს, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიის თანამედროვე გაგებასთან – ამის შესახებ განცხადება, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შესაბამისად მისთვის გაუგებარია თუ რაზე უნდა შეიწყალოს სალომე ზურაბიშვილმა, რადგანაც შეწყალება რომ მოითხოვო, საკუთარი დანაშაული გაანალიზებული უნდა გქონდეს. 

„რაც შეეხება მის მოთხოვნას შეწყალების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი არათანმიმდევრულია, რადგან როდესაც ადამიანი ითხოვს შეწყალებას, მას გააზრებული და აღიარებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, ეს ადამიანი არათუ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არამედ კიდევ ცდილობს, გაამართლოს 7 ნოემბერი, ასევე, თავისუფალ მედიაზე სასტიკი თავდასხმა, რა დროსაც მათ დალეწეს ტექნიკა, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ა.შ. შესაბამისად, როდესაც ადამიანი არ აღიარებს დანაშაულს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა ფორმით უნდა იყოს ის შეწყალებული იმ დანაშაულის გამო, რომელიც მას „არ ჩაუდენია“. ის თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ იმ ქმედებაში, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. ვგულისხმობ, იგივე ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას პირდაპირ ეთერში. ამაზე ადამიანმა როგორ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, ჩემთვის პირადად სრულიად წარმოუდგენელია“, - განაცხადა ბრეგაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა