სააკაშვილი არის ენმ-ს ლიდერი - ლევან ბეჟაშვილი

სულ ნახვები : 277
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ერთობის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ ბეჟაშვილმა დღეს, 20 ნოემბერს სააკაშვილის მიერ, სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების შემდგომ ისაუბრა. 

„მიხეილ სააკაშვილი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. ბუნებრივია, პარტიის ერთიანობასთან დაკავშირებით მისი ინიციატივა მნიშვნელოვანია.

ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აქ გაჟღერდება პარტიის ერთიანობის თვალსაზრისით, ყველა მხარისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ერთიანობისადმი მიდრეკილებით არ გამოირჩეოდნენ. ის ადამიანები, რომლებიც არ მოაწერენ ხელს მანიფესტს, ბუნებრივია, თავის თავს პარტიის მიღმა აყენებენ. ამიტომ ჩვენ ერთიანობაში ვგულისხმობთ ყველა ადამიანს, ვინც მანიფესტს შეუერთდება და საერთო სტრატეგიის ფარგლებში გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა