„ყველაზე მეტად რაზეც მტკივა გული სააკაშვილთან მიმართებაში, არის ის, რომ მას არასოდეს არ ჰყოლია გუნდი - დოლიძე

სულ ნახვები : 300
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამწუხაროდ დღეს მიხეილ სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაშია. ერთის მხრივ „ქართული ოცნების“ და მეორე მხრივ პარტიის დღევანდელი მენეჯმენტის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

„ყველაზე მეტად რაზეც მტკივა გული მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, არის ის, რომ როგორც ჩანს, მას არასოდეს არ ჰყოლია გუნდი. ოღონდ ის გუნდი კი არა, რომელიც ყველაფერზე ტაშს გიკრავს, გუნდი არის ის, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გეუბნება, რომ ეს შეიძლება არ იყოს სწორი და ხომ არ ჯობია, ცოტა სხვანაირად გააკეთოთ. ასეთი ტიპის ურთიერთობის დეფიციტი ნამდვილად არის და მაგიტომაც ვხედავთ, რომ მის გარშემო ის ადამიანები არიან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, რომლებსაც ყოველთვის სჭირდებოდათ მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება.

ფიქრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელს რაც უფრო ხშირად იტყოდნენ, მისი ყველაზე ერთგული მეგობრები იყვნენ, როდესაც პარალელურად საკუთარ საქმეებს იწყობდნენ. გუნდი არის ის, რომელიც როცა საჭიროა გეტყვის, რომ „მიშა, შეიძლება ასე ჯობდეს“ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მტერი ხარ ამ ადამიანის. ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი ტრაგედია არ არის იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაც საკითხებში არ ვეთანხმებოდეთ“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები