„სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს არანაირი ფასი აქვს“ - ბოკერია
...
„სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს არანაირი ფასი აქვს, იმიტომ რომ ყოველდღე შეიძლება გადათქვან და ერთ გამოსვლაში ურთიერთსაწინააღმდეგო რამ თქვან , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს არანაირი ფასი აქვს, იმიტომ რომ ყოველდღე შეიძლება გადათქვან და ურთიერთსაწინააღმდეგო რამ თქვან ერთ გამოსვლაში. ამიტომ, მათი ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობა არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმისთვის. ამიტომ , ჩვენ, ყველას, ვინც ჩვენ გუნდში ვართ, თანამოაზრეები, გვაქვს ამოცანა, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ საზოგადოებამდე და ნაბიჯ-ნაბიჯ გავზარდოთ იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც გამოგყვება ამ მსოფლმხედველობას, ვინც დაიბრუნებს ნდობას პოლიტიკური პროცესის მიმართ. რა რესურსიც ჩვენ გვაქვს, ამას გავაგრძელებთ ჯიუტად და თანმიმდევრულად“,- განაცხადა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.