დაბალი ბარიერი სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას - ხათუნა სამნიძე საარჩევნო 2%-იან ბარიერზე

სულ ნახვები : 144
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევა აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. 

სამნიძის განმარტებით, ორი პარტიის პარლამენტს მიღმა დარჩენა და ჯამურად გაფანტული მათ მიერ მოპოვებული 5%, კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევს მმართველ პარტიას დარჩეს ხელისუფლებაში. 

„დაბალი ბარიერი იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ რომელიმე პარტია აუცილებლად შევიდეს ან არ შევიდეს პარლამენტში, ხუთ პროცენტიანი ბარიერის პირობებში, ერთი ან ორი პარტიაც რომ დარჩეს პარლამენტის გარეშე, ანუ 5%-იც რომ დაიკარგოს, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვაძლევთ ძალიან დიდ შანსს „ქართულ ოცნებას“, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. 

დაბალი ბარიერი სჭირდება ქვეყანას და არა პარტიებს და ამას არ აკეთებს „ქართული ოცნება“ და მას ურჩევნია ჰქონდეს მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა და „ნაციონალური მოძრაობით “ შეაშინოს საზოგადოება“, - განაცხადა სამნიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა