ოკუპირებულ გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა - გარდაიცვალა რუსეთის მოქალაქე

სულ ნახვები : 1,042
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ოკუპირებული გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. შემთვევის შედეგად ქალაქ ორენბურგის ოლქის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაციას სააგენტო "აფსნიპრესი" ავრცელებს.

„28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა“,  - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა