ხურვალეთის თავზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ

სულ ნახვები : 837
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, - აღნიშნულის ამსახველს კადრებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტები დიდი ალბათობით, მორიგ საგუშაგოს აშენებენ.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ ხურვალეთის თავზე და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ახალი საგუშაგო კეთდება, ყოველ შემთხვევაში, ძველის გვერდზე რაღაც კონსტრუქციის მშენებლობის პროცესი ფიქსირდება და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ არანაირი შეჩერება, არანაირი მშვიდობა რუსის გეგმებში არ არის და ეს ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთი დიდი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჩვენ 2023 წლის მარტიდან ვაფიქსირებთ.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ საგუშაგოების მშენებლობას, სანგრების თხრას და თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა