შორენა თეთრუაშვილმა ოსებს ისტორიული მასალების გადაცემაზე უარი სახელმწიფოებრივი მოტივით უთხრა - სუს-ის კრებსები

სულ ნახვები : 2,727
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან ირკვევა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა ჩრდილოეთ ოსეთს ოსეთის გაქრისტიანებასთან დაკავშირებული ისტორიული ინფორმაცია, რომელიც საპატრიარქოშო ინახება, არ გადასცა და ამის მოტივად ის დაასახელა, რომ  ეს ინფორმაცია შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ნეგატიური ქმედებისთვის იყოს გამოყენებული.

„პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა ისტორიკოს ელდარ ბუბულაშვილს აცნობა, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებულ პირს (ვინაობას არ აკონკრეტებს) დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ბიტაროვის ძმა კაზბეკ ბიტაროვი, რომლის განცხადებით, ახლო მომავალში ჩრდილოეთ ოსეთში დაგეგმილია ალანიის ეკლესიის დაარსებიდან 200 წლის აღასანიშნავი საზეიმო ღონისძიებების გამართვა. შ.თეთრუაშვილის თქმით, კ.ბიტაროვმა ზემოხსენებული ღონისძიებისთვის ითხოვა ოსეთის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში არსებული დოკუმენტაციის გაგზავნა. ამასთან, შ.თეთრუაშვილმა ე.ბუბულაშვილს სთხოვა ოსეთის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით არსებული ისტორიული მონაცემების მოძიება. აქვე შ.თეთრუაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთ ოსეთს საპატრიარქოში არსებული ისტორიული ინფორმაცია ესაჭიროება არა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, არამედ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ნეგატიური ქმედების განსახორციელებლად,“ - წერია სუს-ის ინფორმაციაში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა