გერმანიის პოზიცია გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ჭიაბერაშვილი

სულ ნახვები : 774
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. მან მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, 22 აპრილს განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროპულ გზასთან მიმართულებით.

„გერმანიის პოზიცია გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დღეს, კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. შოლცმა მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და თქვა, რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, საქართველოს ეროვნული ინტერესი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“, კობახიძე, ივანიშვილი, პაპუაშვილი და არჩევანი არასოდეს ისე მკაფიო ქართველი ხალხისთვის ისე არ ყოფილა, როგორც დღეს. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსულ კანონს და ამ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ თუ გვინდა გავაგრძელოთ მსვლელობა ევროკავშირის წევრობის გზაზე.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა