„ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს ევროპული გზა ჩაიხერგოს და მიაბან ეს ქვეყანა რუსეთს - ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 291
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს კანონი არის ინსტრუმენტი, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, „რუსულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

„შემოაქვთ „რუსული კანონი“ და ამოძრავებთ ამოცანა, რომ ამ ქვეყნის ევროპული გზა ჩაიხერგოს და მიაბან ეს ქვეყანა რუსეთს. ეს კანონი არის ინსტრუმენტი მათი მხრიდან, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, საბოლოოდ ჩატეხონ ხიდი, რომელიც ჩვენი ხალხის შრომითაა გადებული და არ მოხდეს წლის ბოლოს მოლაპარაკების დაწყება, რაც სრულიად რეალისტური იქნებოდა, ახლა ხელისუფლება 9 ნაბიჯის გადადგმით რომ იყოს დაკავებული“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა