აქციაზე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორი წევრი დააკავეს

სულ ნახვები : 608
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორი წევრი გუშინ, 15 აპრილს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დააკავეს, -ამის შესახებ ინფორმაციას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ცოტნე კობერიძე ავრცელებს.

კობერიძის განცხადებით, ისინი პოლიციამ თავიანთ რიგებში შეიტყუა, როგორც ეს სხვა აქციებზე ხდება ხოლმე, ამის შემდგომ კი მოხდა მათი დაკავება.

„დაკავებული არის ჩვენი პარტიის ორი წევრი, იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე. ისინი დააკავეს გვერდზე ქუჩაზე, როდესაც პოლიცია ცდილობდა თავისკენ შეეტყუებინა ადამიანები და იყენებდა იმ ნაცად პრაქტიკას, რომელიც მას აქვს ხოლმე. არ ვიცით ამჟამად არც ადგილმდებარეობა მათი და არც რაიმე ტიპის დეტალი, სავარაუდოდ, როგორც ხდება ხოლმე შედგება სასამართლო, დააჯარიმებენ და შემდეგ ამ ჯარიმის გადახდას მოსთხოვენ“, - განაცხადა კობერიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა