ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა არის საჩვენებელი დასჯა - გვარამია

სულ ნახვები : 259
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა არის საჩვენებელი დასჯა არამხოლოდ ლაზარესი, არამედ მთელი ქართველი ახალგაზრდობის, იმათი, ვისაც არ ეშინია სამშობლოს ინტერესებისთვის ბრძოლა. და ამ თაობაში ასეთი ძალიან დიდი უმრავლესობაა, -ამის შესახებ დღეს, 12 აპრილს პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა.

გვარამიას თქმით, მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ვინმეს შეაშინებს და უარს იტყვის პროტესტზე.

„ასევე არის საჩვენებელი დასჯა და მუქარა ყველას ჩვენ, ყველა თაობის ადამიანს, ვისაც პატრიოტიზმი მიგვაჩნია ჩვენს მთავარ ვალდებულებად. მიუხედავად ამისა, მე არ მგონია, რომ ამან ვინმე შეაშინოს. პირიქით, მგონია რომ ადამიანებს კიდევ უფრო მოტივირებულებს გახდის, რომ ანტიქართული მთავრობა, ანტიქართული ხელისუფლება "ქართული ოცნების", გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში“, -განაცხადა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა