მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

სულ ნახვები : 445
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მწვავე ენერგოკრიზისის გამო მოლდოვის მთავრობამ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

მანამდე პრემიერ-მინისტმა ნატალია გავრილიცამ განცხადა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

მისივე თქმით, მოლდოვის გაზის ბაზარზე დაახლოებით 16 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის დეფიციტია.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას ალტერნატიული წყაროებიდან ბუნებრივი აირის შესაძენად კანონით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. ამასთან, მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები