„აბსოლუტური კატასტროფა“ - ეკა დემეტრაძე ფილმების ცენზურაზე

სულ ნახვები : 101
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ მიერ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის ფარგლებში დაანონსებული ფილმების ცენზურა, მწვავე კრიტიკის საგანი გახდა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებისთვის.

მსახიობ ეკა დემეტრაძის განცხადებით, ეს არის კიდევე ერთი მცდელობა იმის, რომ ხელისუფლებას გავლენა ჰქონდეს ყველა სფეროზე.

„როგორ შეიძლება შევაფასო ფილმებზე ცენზურის შესახებ კანონის არსებობა, ვერც კი ვალაგებ ჩემს გონებაში ამას, ეს არის აბსოლუტური კატასტროფა და მსგავსი მოსაზრების არსებობა ნიშნავს უკვე იმას, რომ ისინი ცდილობენ ტოტალური ძალაუფლების მოპოვებას ყველა სფეროში“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, კანონმდებლობის მიხედვით მოხდება ტელევიზიებით გასაშვები ფილმებიდან, კონკრეტული სცენების ამოჭრა, რომელსაც შესაბამისი კომისია მიიჩნევს საჭიროდ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა