ვიზალიბერალიზაციის გაუქმება წარმოუდგენელი და შეუძლებელია - წულუკიანი

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეზოლუციის ავტორები არ იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ.

მისივე თქმით, "რეზოლუცია რეზოლუციას რჩება და კიდევ ერთხელ ჩანს, როგორ ცდილობს არაერთი ევროპარლამენტარი ქართველი ერის დასჯას".

„რაც არ უნდა იყოს ეს ტექსტი, ის მიღებულია და კენჭნაყარია ევროპარლამენტარების მიერ, რომლებიც არ არიან ისინი, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ. ისინი არ არიან ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო. ისინი იყენებენ უფლებამოსილებებს და იღებენ რეზოლუციებს თუ რეკომენდაციებს, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები, მათი აზრით, როგორ უნდა მოიქცნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიღებული, პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

რეზოლუცია რეზოლუციად რჩება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორ ცდილობს არაერთი ევროპარლამენტარი იმ ევროპარლამენტში, რომელიც ცნობილია თანხების სანაცვლოდ გადაწყვეტილებების მიღებით და თანხების სანაცვლოდ გარკვეული პოზიციების დაჭერით, მორიგჯერ დასაჯოს ქართველი ერი, რაც, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება, ისევე როგორც ვერ მოხერხდა ჩვენთვის სტატუსის წართმევა”, - განაცხადა წულუკიანმა "იმედის" ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა