როგორც არ უნდა იყოს შეფერადებული ცენზურა, ცენზურაა - ილო ბეროშვილი

სულ ნახვები : 107
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როგორც არ უნდა იყოს ეს შეფერადებული, ან ვთქვათ სიტყვები შეცვლილი კანონში, ან რაღაც დემაგოგია იყოს ჩართული, ცენზურა, ცენზურაა და შეიცავს ძალიან საშიშ ტენდენციებს, - ასე ეხმიანება მსახიობი ილო ბეროშვილი, ფილმებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღების დაანონსებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ლგბტ კანონის ფარგლებში აპირებს.

მისი თქმით, ეს დაუშვებელია და კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას საქართველოს ბელორუსიის და რუსეთის გზით მიჰყავს.

„ხელისუფლებას სურს ქვეყანა წაიყვანოს ბელორუსიის გზით, რუსეთის გზით სადაც ასევე ცენზურა არის ძალიან მძლავრად და რა თქმა უნდა ადამიანებმა ეს არ უნდა დავუშვათ, რადგანაც ყოველთვის იქნება გამოყენებული ეს იმისთვის, რომ ადამიანებმა თავისი გზავნილები და იდეოლოგია უფრო მძლავრი გახადონ“, - განაცხადა ბეროშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა