ირაკლი კობახიძის სკანდალური ბრალდება ევროპარლამენტარებს - „ფული აქვთ აღებული“

სულ ნახვები : 3,046
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ამაში იღებენ ფულს და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს“, - ეს სკანდალური განცხადება დღეს, 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმ ევროპარლამენტარების მისამართით გააკეთა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური დევნის ნიშნებს ბადებს.

„ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, კერძოდ მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება, ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა, სხვა შემთხვევაში ამნისტიით მოხდა გამოშვება და სხვა, ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი, მათ აღარ მივცემთ, კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების. ლობისტებს აქვთ კონკრეტული საქმე ისინი ამაში იღებენ ფულს და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს"- განაცხადა კობახიძემ. 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა