„ფაიზერის“ ვაქცინის სარგებელი 5-11 წლის ასაკის ბავშვებში რისკებს აღემატება

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

5-11 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების სარგებელი გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს აღემატება. ამის შესახებ ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს.

მანამდე ვაქცინის შემქმნელი კომპანიების დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ვაქცინამ 5-11 წლის ბავშვებში 90.7%-იანი ეფექტურობა აჩვენა. თეთრმა სახლმა ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

იმუნიზაციის ფარგლებში კოვიდვაქცინით 28 მილიონი ბავშვისა აცრა იგეგმება. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები