სააკაშვილი ნამდვილი პოლიტიკოსია - ნინო ბურჯანაძე

სულ ნახვები : 6,596
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანი საქართველოს" ლიდერის შეფასებით, არაფერი საერთო სამართლიანობასთან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს არ აქვს. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

„მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სასამართლოზე იყო ძალიან საინტერესო. სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ოგწონს თუ არა, ის ნამდვილად პოლიტიკოსია. ფაქტია, მას ნათლად აქვს გააზრებული, რას აკეთებს, რას ამბობს. ასევე ფაქტია ის, რომ ის დღეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და არავითარი კავშირი სამართლიანობასთან არა აქვს იმას, რომ სააკაშვილი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს საშუალება მიეცა, პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა