ალეკო ელისაშვილი - ყველაზე გავარვარებულ ოპოზიციონერსაც კი შეეძლო კუჭავასთან მშვიდად საუბარი

სულ ნახვები : 673
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მართალია, გაუგებარია, რატომ წავიდა კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი მადლობა მას, რადგან მან შეძლო, რომ იყო ყველას თავმჯდომარე და იყო სრულად პარლამენტის თავმჯდომარე, არა მხოლოდ უმრავლესობის, „ქართული ოცნების“ - პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე კახა კუჭავას შესახებ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ნებისმიერ ოპოზიციონერს შეეძლო კახა კუჭავასთან მშვიდად საუბარი.

„პირველ რიგში, მეც, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ სახელით მადლობას ვეტყვი კახა კუჭავას.ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, რომ ნელ-ნელა ვამკვიდრებთ ამ კულტურას, რომ ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნა ერთმანეთის სიძულვილს და ზიზღს არ უნდა ნიშნავდეს. სასიამოვნოა, რომ ოპოზიციიდან ისმის ყოფილი თავმჯდომარის ქება. მართალია, გაუგებარია, რატომ წავიდა კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი მადლობა მას, რადგან მან შეძლო, რომ იყო ყველას თავმჯდომარე და იყო სრულად პარლამენტის თავმჯდომარე, არა მხოლოდ უმრავლესობის, „ქართული ოცნების“. ნებისმიერს, ყველაზე გავარვარებულ ოპოზიციონერსაც კი შეეძლო მასთან მშვიდად, წყნარად საუბარი, ეს სჭირდება ჩემი აზრით ამ ქვეყანას განსაკუთრებით ამ ვითარებაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს, 29 დეკემბერს, შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა