უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ქართულ ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიება დაიწყო

სულ ნახვები : 323
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ქართულ ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიება დაიწყო. ახლა უკრაინელი პროკურობები დაადგენენ, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას.

დღეს მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინელი ადვოკატები იმყოფებოდნენ

"მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე, საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება",- ამის შესახებ უკრაინელმა ადვოკატებმა მედიასთან ისაუბრეს.

"შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, მან უფლება მოგვცა, გვეთქვა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ უკრაინაში უკვე აღძრულია რამოდენიმე საქმე, საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან. საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია  ამ პირების პასუხისგებაში მიცემა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ უკვე ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან, ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ შეფასდეს რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას. როდესაც დავბრუნდებით უკრაინაში, შესაბამის დოკუმენტაციას ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურას.  ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატიური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს", - აცხადებენ უკრაინელი ადვოკატები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა