ერთ თვეში ბაჩო ახალაია ციხიდან გამოვა

სულ ნახვები : 1,125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მინისტრი ბაჩო ახალაია საპატიმროს პირველ მარტს დატოვებს. ახალაია პირველი იყო ნაციონალების ხელისუფლებიდან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააპატიმრა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის საქართველოდან წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან. ახალაია 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. მას რუსი ჯაშუშების საქმეზე  აქვს სასჯელი მისჯილი.

ამ ეტაპზე უცნობია რას გააკეთებს ციხიდან გამოსული ახალაია. ჩაერთვება პოლიტიკაში თუ ვანო მერაბიშვილის მსგავსად გაჩუმდება. ცნობისათვის, მერაბიშვილი და ახალაია ერთმანეთს ვერ იტანენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა