რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე - მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ორივე პარტიასთან

სულ ნახვები : 251
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ორივე პარტიასთან და შევთავაზოთ მათ თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და ასევე კომისიის თავმჯდომარეობის და ა.შ“, - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარ მოლაპარაკებები არცერთ პარტიასთან ჰქონიათ.

"წინასწარი მოლაპარაკებები არცერთ პარტიასთან არ გვქონია. ორი თვეა გრძელდება ეს მდგომარეობა და რუსთავის საკრებულო კრიზისშია შესული. მონაწილეობა არ მიიღო "ქართულმა ოცნებამ". მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ორივე პარტიასთან და შევთავაზოთ მათ თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და ასევე კომისიის თავმჯდომარეობის და ა.შ.", - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

ცნობისთვის, დღეს 31 იანვარს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრია ნოდარ შეროზია აირჩიეს. შეროზიას მხარი საკუთარი პარტიისა 2-მა და "ნაციონალური მოძრაობის" 16-მა წევრმა დაუჭირა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა