მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა - რა მოხდა ბაღდათის ერთ-ერთ სკოლაში?

სულ ნახვები : 1,547
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ როხის სკოლის მოსწავლემ, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, სკოლის დირექტორის, თამარ ლომინაძის მიერ მოწვეული სამეურვეო საბჭოს სხდომის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას უფლებადამცველი ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

CNews შეეცადა შემთხვევის შესახებ უფრო მეტი დეტალი გაერკვია. უფლებადამცველის თქმით, მომხდარის მიზეზი, სკოლის ტრანსპორტი გახდა, რომელიც ბავშვებს უნდა მომსახურებოდა. 

,,სოფელმა გადაწყვიტა, რომ ის ბავშვები, რომლებიც სკოლისგან მოშორებით ცხოვრობენ სამარშრუტო ტაქსის ეტარებინა სკოლაში. ამის შემდგომ ერთ-ერთმა მშობელმა, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სკოლის მასწავლებელიცაა, სთხოვა დირექტორს, რომ თუ რაიმე სახის პრობლემა არ იქნებოდა, ბავშვებს მისი მეუღლე მოემსახურებოდა, ვინაიდან მას ჰყავდა, აღნიშნული საჭიროებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რაზეც დირექტორი დათანხმდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ მან აზრი შეიცვალა, ვინაიდან სხვისგან მიიღო იგივე სახის შეთავაზება (სავარაუდო მეზობელი, რომელიც სარგებლიდან მას გარკვეულ ნაწილს მისცემდა) და ამ მასწავლებელს უთხრა, რომ შენი მეუღლე ვერ შეძლებს ბავშვების ტარებას.  სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება, რის შემდგომაც მოხდა სამეურვეო საბჭოს მოწვევა, რომლის ერთ-ერთი წევრიც არის ამ პედაგოგის შვილი. დირექტორმა სხდომაზე ეს ბავშვი გალანძღა, შეურაცხყოფა მიაყენა მის მშობლებს, მათ უზრდელი, უსირცხვილო და სხვა სახის სალანძღავი სიტყვები უწოდა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნებული მოსწავლე, დედასთან გარკვეული სახის დაპირისპირებაში შევიდა, კონკრეტულად კი დაინტერესდა თუ რა უთხრა მან დირექტორის ისეთი, რომ ასეთ სიტუაციაში მოუწია მას სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ყოფნა და ამის შემდგომ ხელებზე ბასრი საგნით მიიყენა თვითდაზიანებები. საქმეზე მოკვლევა უკვე დაწყებულია და მოზარდი დაზარალებულად არის ცნობილი. დირექტორს კი ბრალი წარუდგინეს“, - განაცხადა ჭელიძემ CNews-თან საუბრისას.

CNews აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადავ განგვიცხადეს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალების შესახებ თავად დაგვიკავშირდებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა