ამაზრზენი, სამარცხვინო პოლიტიკური არარაობაა ღარიბაშვილი - გიგა ბოკერია

სულ ნახვები : 246
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს არის ვითარება რაც მათთვის არის ხელსაყრელი, მათ უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ მათი და ოპონენტების უძალობა პარლამენტში“ - ასე ეხმაურება პარტია ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ, 22 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს. 

ბოკერიას შეფასებით, ქვეყანა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ახლა ერთადერთი გზა, ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებაა. 

„გუშინ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულად ამაზრზენი ფორმით წარმოდგა ივანიშვილის რეჟიმი. ის, რაც საზოგადოებამ ნახა გუშინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში და რამაც გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება, ეს იყო სახე არამარტო რეჟიმის, არამედ განაცხადი, რომ დღევანდელ ვითარებას, ჩვენს საფრთხეს, რომ ისტორიული შანსი გავუშვათ ხელიდან თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, ეს რეჟიმი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ეს ამაზრზენი სამარცხვინო პოლიტიკური არარაობა ღარიბაშვილი, განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების, პირდაპირ გვითხრეს, რომ არათუ რამის შეცვლას არ აპირებენ, რომ ქვეყნის ინტერესები, საკუთარი მომავლის, ამ ქვეყნის, რომლის შვილები თითქოს თვითონაც არიან, მომავალი გადაარჩინონ, რომელსაც საფრთხე თავადვე შეუქმნეს გარე მტერთან ერთად, არა. ეს არის ვითარება რაც მათთვის არის ხელსაყრელი, მათ უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ მათი და ოპონენტების უძალობა პარლამენტში. გასული არიან ზღვრიდან თუნდაც მწვავე დისკუსიის. ერთადერთი  ვითარება, როდესაც ამ რეჟიმთან და ივანიშვილთან საჭირო იქნება კომუნიკაცია, ეს არის როდესაც ვითარება იქნება გადატეხილი და ისინი იქნებიან ზღვარზე და ივანიშვილი იქნება შეგუებული იმ აზრთან, რომ ძალაუფლება უნდა დათმოს. მხოლოდ მაშინ შეიძლება მათთან საუბარი და დისკუსია იმაზე, რომ ისე წავიდეს ეს კაცი და მისი გარემოცვა რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დააზიანოს“, - განაცხადა ბოკერიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა