28 აპრილის აქციაზე იდგებიან თავისუფალი ადამიანები - ანა წითლიძე

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, 28 აპრილს საზოგადოება დაინახავს განსხვავებას ნამდვილ პროტესტსა და ძალით შეკრებულ ადამიანებს შორის.

მისი თქმით, მმართველ პარტიას ძალით მოჰყავს საჯარო მოხელეები 29 აპრილს დაანონსებულ აქციაზე, განსხვავებით 28 აპრილის აქციისა.

„28 აპრილის აქციაზე, იდგებიან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ თავისუფალ ნებას და დაიცავენ ამ ქვეყნის მომავალს და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და აი ეს იქნება განსხვავდება 28 აპრილისა და 29 აპრილის აქციას შორის, რომელიც დაანონსებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და სადაც ადამიანები ძალით, თავიანთი ნების წინააღმდეგ უნდა მიიყვანონ და დააყენონ ამ აქციაზე“, - განაცხადა წითლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა