უნდა მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა - რომან გოცირიძე

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა დაიცალა და თუკი ასე გაგრძელდება ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი დარჩება, რომელიც თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანას დაიცავს, - - ამის შესახებ საპარლამენტო-პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ  რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც მიგრაციის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა. 

როგორც გოცირიძე აღნისნავს უნდა მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა. ველოდით, რომ ქვეყანა იცლებოდა, გარბოდა ხალხი უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ის რიცხვები, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. გასულ წელს საქართველო დატოვა 163 480-მა ჩვენმა მოქალაქემ. თუ არ არის კატასტროფა, რა უნდა ვუწოდოთ ამას?! ამავე პერიოდში დაბრუნდა 92 000 ჩვენი მოქალაქე და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 72 000 კაცი, მაშინ როდესაც შარშან უარყოფითი სალდო იყო 46 000, შარშან წინ 40 000. 2012 წლიდან დღემდე საქართველო დატოვა 943 000-მა ჩვენა მოქალაქემ. უკან დაბრუნდა 626 000 და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 316 000. ანუ, 2012 წლიდან დღემდე რომ წარმოვიდგინოთ, ბათუმი და ქუთაისი გაქრა საქართველოს რუკიდან. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა დაიცალა. თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი, რომელიც თუნდაც უსაფრთხოების კუთხით ქვეყანას დაიცავს. გამოსავალი არის ერთი რამ - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. გვაქვს ამის შანსი. დარჩა 5-6 თვე და არჩევნების გზით უნდა მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა“, - განაცხადა გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა