იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის სამართალდამცავი უწყება ქუთაისშია მობილიზებული
სულ ნახვები :
15,092
...
ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მძარცველის შეჭრასთან დაკავშირებით, რომელსაც ბანკის ტერიტორიაზე 12 მძევალი ჰყავს აყვანილი, სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს დამნაშავის აყვანა და მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლება.
ცნობისთვის, ქუთაისში ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელია წარმოდგენილი.