„თქვენ ამ ქალაქის ისტორიაში შეხვალთ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მერი“ - ვალერი მელაძე კახა კალაძეს

სულ ნახვები : 196
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ, 23 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ვალერი მელაძის სოლო კონცერტი გაიმართა.

კონცერტის მსვლელობის დროს, სანამ მელაძე რევაზ ლაღიძის უკვდავ სიმღერას „თბილისოს“ შეასრულებდა მსმენელს რამდენიმე სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ქალაქი და ფილარმონიის სცენაზე დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. მან ასვე გაიხსენა, რომ იყო დრო როდესაც აღნიშნულ სიმღერას ნანი ბრეგვაძესთან, ბუბა კიკაბიძესთან და თამარ გვერდწითელთან ერთად შეასრულა, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს უდიდესი პატივი იყო.

გარდა ამისა, მელაძეს არც ქალაქის მერი კახა კალაძე დავიწყებია და მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ თბილისი სულ უფრო ლამაზდება.

„მადლობა კახას, დარწმუნებული ვარ, რომ ის თბილისის ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მერი“, - განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის, ვალერი მელაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი გააპროტესტა რის გამოც მისი სიმღერები რუსეთში ყველა რადიო ეთერიდან და მუსიკალური ტელეარხიდან მოიხსნა, გარდა ამისა მელაძე ჩაიხსნა ყველა კონცერტიდან. ამჟამად მომღერალი მეუღლესთან ერთად იტალიაში ცხოვრობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები